NBA | სადრო მამუკელაშვილის „ლეიკერსმა“ აღმოსავლეთის კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი მისსავე მოედანზე დაამარცხა #1TVSPORT
NBA-ის მიმდინარე სეზონში მეცხრე მატჩი მოიგო სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“. კალიფორნიელები აღმოსავლეთის კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ „დეტროიტ პისტონსს“ ესტუმრნენ და 121:116 სძლიეს.
„ლეიკერსს“ აკლდა ლუკა დონჩიჩი, რომელსაც ზურგის ტრავმა აქვს. მის არყოფნაში ლიდერობა ოსტინ რივსმა იკისრა და 43 ქულა ჩააგდო.
სანდრო მამუკელაშვილი, ტრადიციულად სათადარიგო იყო, 18 წუთი ითამაშა და მატჩი 7 ქულითა და 3 მოხსნით დაასრულა.
„ლეიკერსს“ 9 მოგება, 2 წაგება აქვს და დასავლეთის კონფერენციაში პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩს 10 ნოემბერს ატლანტაში „ჰოქსის“ წინააღმდეგ გამართავს.