ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი ოფი დაიწყო. პირველ დღეს ოთხი მატჩი გაიმართა და მხოლოდ ერთში მოიგო მასპინძელმა.
ყველაზე დამაჯერებლად “ფილადელფიამ” იმარჯვა, რომელმაც რეგულარული სეზონი ზედიზედ 16 მოგებით დაასრულა. “სიქსერზმა” 130:103 გაანადგურა “მაიამი”, არადა კვლავინდებურად ძირითადი ცენტრის ჯოელ ემბიდის გარეშე თამაშობს. კამერუნელზე ბოლო ინფორმაციის მიხედვით, ის აპირებს “მაიამისთან” სერიისას დაბრუნდეს მოედანზე.
“ფილადელფია” პირველი ტაიმის შემდეგ 4 ქულით აგებდა, მაგრამ მეორე ნახევარში 74 ქულა დააგროვა, მეტოქეს კი მხოლოდ 43 ქულა ააღებინა. მასპინძლების მთავარი იარაღი სამქულიანები იყო – 28-დან 18 ჩააგდეს, სტუმრების მთავარი პრობლემა კი შეცდომები – 18 დაკარგვა ჰქონდათ.
“სიქსერზის” დებიუტანტს ბენ სიმონსს ერთი მოხსნა არ ეყო სამმაგ დუბლამდე – 17 ქულა, 14 პასი და 9 მოხსნა. ჯეი ჯეი რედიკმა 28 ქულა აიღო, მარკო ბელინელიმ – 25.
ფილადელფია-მაიამი 130:103
29:35, 27:25, 34:18, 40:25
ფ: რედიკი (28), შარიჩი (20+6 მოხსნა), სიმონსი (17+9 მოხსნა+14 პასი), კოვინგტონი (9+7 მოხსნა+3 დაფარება), ჯონსონი (2+7 მოხსნა) – სასტარტო; ბელინელი (25), ილიასოვა (17+14 მოხსნა), ფულცი (5), ქორქმაზი (3), მაკონელი (2), ანდერსონი (2), ჰოლმსი (0).
მ: დრაგიჩი (15), ჯ. ჯონსონი (13), ტ. ჯონსონი (9), რიჩარდსონი (4), უაიტსაიდი (2+6 მოხსნა) – სასტარტო; ოლინიკი (26+7 მოხსნა), უეიდი (11), უინსლოუ (9+7 მოხსნა), ელინგტონი (6), ადებაიო (6), მაკგრუდერი (2), ბებიტი (0).
სერია: 1-0