დურანტის 43 ქულა და „ვორიორსის“ დიდი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ

12:37, 07.06.2018
during Game Three of the 2018 NBA Finals at Quicken Loans Arena on June 6, 2018 in Cleveland, Ohio. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement.

ნბა-ს სუპერფინალურ სერიაში დღეს მესამე შეხვედრა გაიმართა. „ქუიქენ ლოანს არენაზე“ „კლივლენდი“ „გოლდენ სტეიტთან“ 8 ქულის სხვაობით დამარცხდა. შედეგად სერიაში ანგარიში 3-0 გახდა და მოქმედ ჩემპიონს წინა წლის შედეგის გასამეორებლად 1 მოგება აშორებს. სტივ კერის გუნდმა გამარჯვება კევინ დიურანტის ბრწყინვალე თამაშის შედეგად მოიპოვა. მის ანგარიშზე 43 ქულა, 13 მოხსნა და 7 პასია.

სტეფ კარიმ საკუთარ გუნდს მხოლოდ 11 ქულა შესძინა. 10-10 ქულა ჩაიწერეს პირად აქტივში დრეიმონდ გრინმა და ჯაველ მაკგიმ. „კლივლენდის“ რიგებში მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა ლებრონ ჯეიმსმა (33 ქულა, 10 მოხსნა, 11 პასი). კევინ ლავის მონაგარი 20 ქულა და 13 მოხსნაა. 15 ქულით დაასრულა შეხვედრა როდნი ჰუდმა. 13 ქულა ჰქონდა ჯეი არ სმიტს. სუპერფინალის მომდევნო რიგით მეოთხე მატჩი კვლავ „ქუიქენ ლოანს არენაზე“ 9 ივნისს შედგება.

მსგავსი