NBA | „ოკლაჰომამ“ „მინესოტა“ დასავლეთ კონფერენციის ფინალში მეორედაც დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
შაი გილგეუს-ალექსანდერი „მინესოტა ტიმბერვულვზმა“ ვერც მეორე მატჩში შაჩერა. მისი დამსახურებით ოკლაჰომაში „სითი თანდერსმა“ „მგლები“ 118:103 დაამარცხა და დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა. სერია ოთხ მოგებამდეა. გამარჯვებული NBA-ს სუპერფინალში გავა.
გილგეუს-ალექსანდერმა 38 ქულა ჩააგდო, მას კარგად აუბა მხარი ჯეილენ უილიამსმა – 26 ქულა, 10 მოხსნა, ხოლო ჩით ჰოლმგრინმა 22 ქულა ჩააგდო.
მინესოტელთა რიგებში 32 ქულით ენტონი ედვარდსი გამოირჩა.
სერიის მესამე მატჩი მინეაპოლისში 25 მაისს გაიმართება.