NBA | „ოკლაჰომამ“ „ინდიანა“ დაამარცხა და საჩემპიონო ტიტულს მიუახლოვდა [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ფინალური სერიის მეხუთე მატჩს ოკლაჰომა სითიმ უმასპინძლა. „თანდერსმა“ „ინდიანა პეისერსი“ 120:109 დაამარცხა.

ეს შეხვედრა, წინა მატჩების მსგავსად, თავიდან ბოლომდე დაძაბული იყო, თუმცა ამჯერად გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებს არ გამოუვლენია. „ოკლაჰომამ“ მეოთხე პერიოდში მოპოვებული უპირატესობა მშვიდად შეინარჩუნა და დამსახურებულად მოიგო.

სერიაში ანგარიშია 3:2 ოკლაჰომელთა სასარგებლოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ჩემპიონობამდე ერთი მოგებაღა აშორებთ. მომდევნო მატჩი 20 ივნისს ინდიანაში გაიმართება.

რაც შეეხება სერიის მეხუთე შეხვედრას, ბომბარდირობა არავის დაუთმო ჯეილენ უილიამსმა. მან 40 ქულა ჩააგდო.

„ნელ-ნელა ვსწავლობ, აქამდე პლეი ოფში სარეკორდო 34 ქულა მქონდა, ახლა მეტი ჩავაგდე“, – განაცხადა უილიამსმა. გილჯიუს-ალექსანდერი კი ორმაგი დუბლით გამოირჩა – 31 ქულა, 10 პასი.

„ინდიანას“ ლიდერობა თავის თავზე პასკალ სიაკამმა აიღო – 28 ქულა.

გუნდებს შორის შემდეგი მატჩი 20 ივნისს „ინდიანას“ დარბაზში ჩატარდება.