NBA | „ოკლაჰომა თანდერსმა“ ისტორიაში პირველად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული [ვიდეო] #1TVSPORT

„ოკლაჰომა თანდერსმა“ საშინაო მოედანზე NBA-ს ფინალური სერიის მეშვიდე მატჩი გამართა „ინდიანა პეისერსთან“. როგორც წინა შეხვედრები, ესეც საინტერესო სანახავი გამოდგა, გამარჯვება და ჩემპიონობა კი „ოკლაჰომამ“ მოიპოვა – 103:91.

ეს მისთვის პირველი საჩემპიონო ტიტულია „თანდერსად“ გარდასახვის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ 1979 წელს NBA-ს ჩემპიონი „სიეტლი“ გახდა, თუმცა ეს გუნდი 2008 წელს ქალაქ ოკლაჰომაში გადავიდა და სახელიც შეიცვალა.

„ინდიანას“ დამარცხებაში კვლავ ლომის წილი შაი გილჯიუს-ალექსანდერს მიუძღვის. მან 29 ქულა, 12 პასი და 5 მოხსნა შეასრულა. იგი ფინალური სერიის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

სუპერფინალს თავისი ხიბლი დაუკარგა „ინდიანას“ ლიდერის, ტაირის ჰალიბარტონის ტრავმამ. იგი პირველივე მეოთხედში შეცვალეს.