NBA | მესამე მატჩი, მესამე მოგება – „ლეიკერსი“ ვერც „იუტამ“ შეაჩერა [ვიდეო] #1TVSPORT

08:25, 26.10.2026

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ახალ სეზონში მესამე მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“, რომელიც „იუტა ჯაზს“ ესტუმრა და 132:123 გაიმარჯვა.

შეხვედრის მთავარი გმირი სლოვენიელი ლუკა დონჩიჩი იყო, რომელმაც, არც მეტი, არც ნაკლები, 52 ქულა ჩააგდო, 10 შედეგიანი გადაცემაც მიამატა და ორით მეტი ბურთი რომ მოეხსნა, სამმაგ დუბლს გაიფორმებდა. მის ანგარიშზე 18-დან 8 სამქულიანია.

რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილს, მან მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, 21 წუთი ითამაშა და 9 ქულას 3 მოხსნა და 1 დაფარება მიამატა. მამუმ 2-2 ორქულიანი და სამიანი სტყორცნა და თითო ჩააგდო, 6 საჯარიმოდან კი 4 გამოიყენა.

„ლეიკერსი“ მომდევნო თამაშს 28 ოქტომბერს პორტლენდში გამართავს, მისი მეტოქე „ბლეიზერსიც“ სამი მოგებითაა.

***

პირველი მატჩი მოიგო გოგა ბითაძის „ორლანდომ“ – ფლორიდელებმა ნიუ იორკში „ნიქსი“ 111:102 დაამარცხეს. მწვრთნელმა ბითაძე მოედანზე არ შეიყვანა.

მსგავსი