NBA-მ ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის სარეზერვო კალათბურთელები დაასახელა #1TVSPORT
NBA-მ ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის სარეზერვო კალათბურთელები დაასახელა #1TVSPORT

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) სარეზერვო კალათბურთელები დაასახელა „ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის“, რომელიც 19 თებერვალს სოლტ ლეიკ სიტიში გაიმართება. არჩევანი ლიგის 30 კლუბის მწვრთნელმა გააკეთა.

 

დასავლეთი

პოლ ჯორჯი (კლიპერსი), შეი გილჯეს-ალექსანდერი (ოკლაჰომა), ჯარენ ჯექსონი (მემფისი), დემიან ლილარდი (პორტლენდი), ლაური მარკანენი (იუტა), ჯა მორანტი (მემფისი), დომანტას საბონისი (საკრამენტო).

აღმოსავლეთი

ბემ ადებაიო (მაიამი), ჯეილენ ბრაუნი (ბოსტონი), დემარ დეროზანი (ჩიკაგო), ჯოელ ემბიდი (ფილადელფია), ტაირიზ ჰალიბერტონი (ინდიანა), ჯრიუ ჰოლიდეი (მილუოკი), ჯულიუს რენდლი (ნიუ იორკი).

 

მანამდე სასტარტო შემადგენლობებში აირჩიეს:

დასავლეთი

ლუკა დონჩიჩი (დალასი), სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი), ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი), ზაიონ უილიამსონი (ნიუ ორლეანი), ნიკოლა იოკიჩი (დენვერი).

აღმოსავლეთი

კაირი ირვინგი (ბრუკლინი), დონოვან მიტჩელი (კლივლენდი), კევინ დურანტი (ბრუკლინი), ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი), იანის ანტენტოკუნმპო (მილუოკი).

გუნდების კაპიტნები არიან ლებრონ ჯეიმსი და იანის ანტენტოკუნმპო. თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე ჩატარდება კაპიტნების დრაფტი – ანტენტოკუმპო და ჯეიმსი რიგრიგობით აირჩევენ მოთამაშეებს და დააკომპლექტებენ შემადგენლობებს.