NBA-მ მე-11 სათამაშო კვირის საუკეთესო მოთამაშეები, სტატისტიკური ლიდერები და 10 საუკეთესო მომენტი გამოავლინა [ვიდეო] #1TVSPORT
NBA-მ მე-11 სათამაშო კვირის საუკეთესო მოთამაშეები, სტატისტიკური ლიდერები და 10 საუკეთესო მომენტი გამოავლინა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა.

დასავლეთ კონფერენციაში გამოარჩიეს „მემფისის“ მცველი ჯა მორანტი. სამ შეხვედრაში მისი საშულო მონაგარი იყო – 34.7 ქულა, 6.7 მოხსნა და 4.7 შედეგიანი გადაცემა. მორანტმა საუკეთესო მატჩი „ფინიქსის“ (114:113) წინააღმდეგ ჩაატარა, როცა 33 ქულა, ოთხი მოხსნა და ოთხი პასი დააგროვა, თან სირენასთან ერთად ბაზერ-ბიტერი ჩააგდო. „მემფისმა“ გასულ კვირას სამიდან სამი შეხვედრა მოიგო.

აღმოსავლეთში საუკეთესოდ გამოცხადდა „ჩიკაგოს“ ფორვარდი დემარ დეროზანი, რომელმაც NBA-ის ახალი ისტორია დაწერა – მან ზედიზედ ორ მატჩში ჩააგდო ბაზერ-ბიტერი, ჯამში კი ოთხ მატჩში მისი საშუალო სტატისტიკა იყო – 27.8 ქულა, 5.3 მოხსნა და 7.3 შედეგიანი გადაცემა. „ჩიკაგომ“ ოთხივე შეხვედრა მოიგო და აღმოსავლეთი კონფერენციის ლიდერია.

 

კვირის სტატისტიკური ლიდერები

ქულები – ჯეიმს ჰარდენი (ბრუკლინი). სამ მატჩში მან 35.3 ქულა დააგროვა. გასულ კვირას ის იყო ერთ-ერთი იმ ოთხი მოთამაშიდან, ვინც საშუალოდ მატჩში მინიმუმ 34.0 ქულა აიღო (ჯოელ ემბიდი – 35.0, ჯა მორანტი – 34.7, ლებრონ ჯეიმსი – 34.5).

მოხსნები – კლინტ კაპელა (ატლანტა). სამ მატჩში მის ანგარიშზე 18.0 მოხსნა იყო.

პასები – ბრედლი ბილი (ვაშინგტონი). საშუალოდ 13.5 შედეგიანი გადაცემა ორ შეხვედრაში.

ჩაჭრები – ჰამიდუ დიალო (დეტროიტი). გასულ კვირას ორ ჩატარებულ მატჩში საშუალოდ 5.0 ჩაჭრა დააგროვა.

დაფარებები – რობერტ უილიამსი (ბოსტონი). სამ მატჩში საშუალოდ 3.7 დაფარება შეასრულა.