NBA | „ლეიკერსმა“ „მაიამი“ დაამარცხა, სანდრო მამუკელაშვილმა 13 ქულა ჩააგდო #1TVSPORT

09:41, 03.11.2026

„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მიმდინარე სეზონში მერვე მატჩი გამართა და მეექვსე მოიგო. ამჯერად კალიფორნიაში ფლორიდული „მაიამი“ ჩავიდა, რომელმაც პირველი ტაიმი თანაბრად იბრძოლა, მესამე პერიოდიდან კი დონჩიჩის წინამძღოლობით „ლეიკერსმა“ დიდი უპირატესობა მოიპოვა და 138:117 გაიმარჯვა.

138 — მეტად მაღალი ქულათა მაჩვენებელია, თუმცა ამას თავისი ლოგიკური ახსნა აქვს: „ყვითლები“, ისევ და ისევ დონჩიჩის დამსახურებით, სწრაფ, კომბინაციურ და გააზრებულ კალათბურთს თამაშობენ. მათ „ლეიკერსთან“, არც მეტი, არც ნაკლები, 39 შედეგიანი გადაცემა შეასრულეს და 19 სამქულიანი ჩააგდეს. დონჩიჩმა 42 ქულა და 13 პასი შეასრულა. „მაიამის“ ლიდერმა იანის ანტეტოკუნმპომ — 30 ქულა და 12 მოხსნა.

რაც შეეხება მამუკელაშვილს, ის უკვე ძირითადი ბირთვის წევრია და „ლეიკერსის“ უნივერსალურ კალათბურთს კარგად ეგრება. სანდრომ 28 წუთში 13 ქულა ჩააგდო, 4 პასი შეასრულა, ბურთი 3-ჯერ მოხსნა და 2-ჯერ ჩაჭრა.

„ლეიკერსი“ მომდევნო მატჩს 5 ნოემბერს „საკრამენტო კინგსის“ წინააღმდეგ გამართავს.

***

გოგა ბითაძის „ორლანდომ“ შინ ვერაფერი გააწყო „ვაშინგტონთან“ — 94:103. მწვრთნელმა ქართველი ცენტრი არ ათამაშა.

მსგავსი