NBA | „ლეიკერსმა“ „კინგსი“ საკრამენტოში დაამარცხა #1TVSPORT

09:47, 05.11.2026

სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ „საკრამენტო კინგსს“ ესტუმრა და 116:103 დაამარცხა. ეს იყო კალიფორნიელთა მეშვიდე გამარჯვება ცხრა მატჩში.

სანდრო მამუკელაშვილმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, 19 წუთი ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო, მისი მოედანზე ყოფნის დროს გუნდი 17 ქულით დაწინაურდა. ეს „ლეიკერსში“ მეორე მაჩვენებელი იყო ქუენტინ გრაიმსის შემდეგ (+19). 2 ქულის გარდა, მამუს ანგარიშზე 6 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება დაფიქსირდა.

როგორც წესი, ოთხ ათეულ ქულამდე ავიდა „ლეიკერსის“ ლიდერი ლუკა დონჩიჩი – 40 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი.

„ლეიკერსი“ მომდევნო მატჩს 7 ნოემბერს „პორტლენდის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი