NBA-ს სუპერფინალში „ბოსტონი“ და „დალასი“ ითამაშებენ, ფინალური სერია 7 ივნისს დაიწყება #1TVSPORT
გაირკვა NBA-ს 2023-24 წლების სეზონის ფინალისტი დასავლეთ კონფერენციიდან. „დალასმა“ „მინესოტასთან“ მეხუთე მატჩი სტუმრად 124:103 მოიგო და სერიაში 4:1 გაიმარჯვა.
მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო „მავერიქსის“ მცველი ლუკა დონჩიჩი, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 36 ქულა და 10 მოხსნა. აღსანიშნავია, რომ სლოვენიელის ანგარიშზე პირველ მეოთხედში 20 ქულა იყო.
NBA-ს სუპერფინალში „დალასი“ „ბოსტონს“ შეხვდება, რომელმაც აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში 4:0 მოუგო „ინდიანას“.
უკვე ცნობილია სუპერფინალის განრიგი:
7 ივნისი. ბოსტონი-დალასი (04:30)
10 ივნისი. ბოსტონი-დალასი (04:00)
13 ივნისი. დალასი-ბოსტონი (04:30)
15 ივნისი. დალასი-ბოსტონი (04:30)
18 ივნისი. ბოსტონი-დალასი (04:30)
21 ივნისი. დალასი-ბოსტონი (04:30)
24 ივნისი. ბოსტონი-დალასი (04:00)