NBA-ის ხელმძღვანელობა გუნდების რაოდენობის გაზრდაზე მუშაობს #1TVSPORT
NBA-ის კომისარმა ადამ სილვერმა ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდა 30-დან 32-მდე იგეგმება.
კომისარმა ასევე დააკონკრეტა – თუ ეს პროექტი საბოლოოდ დამტკიცდა, NBA-ს ლას ვეგასისა და სიეტლის გუნდები დაემატება. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას 2026 წლის ივლისში მიიღებენ.
ლას ვეგასს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გუნდი აქამდე არ ჰყოლია. ხოლო სიეტლის „სუპერსონიქსი“ NBA-ში 1967-2008 წლებში თამაშობდა, შემდეგ კი ოკლაჰომა სითიში გადავიდა და „თანდერსად“ გადაიქცა. შეგახსენებთ იმასაც, რომ 1998-2000 წლებში „სიეტლში“ ვლადიმერ სტეფანია თამაშობდა.