NBA-ის დღის ფაქტები - ბრაუნი ჯორდანს გაუთანაბრდა, ბითაძე კარლაილმა არ ათამაშა [ვიდეო] #1TVSPORT
13:58, 21.10.2021
NBA – 21 ოქტომბერი
ფაქტები
„ინდიანას“ მწვრთნელმა შარლოტ ჰორნეტსთან“ გასვლით შეხვედრაში მხოლოდ 8 კალათბურთელი ათამაშა და 122:123 დამარცხდა. მოედანზე არ გამოჩენილა გოგა ბითაძე.
„ნიუ იორკთან“ მატჩში ბოსტონელმა ჯეილენ ბრაუნმა 46 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი შეასრულა. ის მეხუთე კალათბურთელია NBA-ის ისტორიაში, რომელსაც სეზონის გახსნით მატჩში +45 ქულა, +5 მოხსნა და +5 პასი აქვს მოგროვილი. აქამდე მსგავსი შედეგი ჰქონდათ მაიკლ ჯორდანს, კაირი ირვინგს, ენტონი დევისსა და უორლდ ბი ფარის.
21 ოქტომბერს გამართული მატჩებიდან საკუთარ გუნდში საუკეთესო ოთხი ევროპელი იყო: ფრანგმა გობერმა „იუტას“ 16 ქულა და 21 მოხსნა შესძინა; სერბმა იოკიჩმა „დენვერს“ – 27 ქულა, 13 მოხსნა; გერმანელმა პოელტლმა „სპურსს“ – 12 ქულა, 13 მოხსნა, 7 პასი; ლიეტუველმა დომანტას საბონისმა „ინდიანას“ 33 ქულა, 15 მოხსნა.
NBA-ის გახსნითი ტურის ყველზე შედეგიანი „ბოსტონისა“ და „ნიუ იორკის“ შეხვედრა იყო, რომელშიც ორი ოვერტაიმი ვიხილეთ და ჯამში 272 ქულა დაფიქსირდა.