NBA-ის დღის ფაქტები – ბრაუნი ჯორდანს გაუთანაბრდა, ბითაძე კარლაილმა არ ათამაშა [ვიდეო] #1TVSPORT
NBA – 21 ოქტომბერი
ფაქტები
- „ინდიანას“ მწვრთნელმა შარლოტ ჰორნეტსთან“ გასვლით შეხვედრაში მხოლოდ 8 კალათბურთელი ათამაშა და 122:123 დამარცხდა. მოედანზე არ გამოჩენილა გოგა ბითაძე.
- „ნიუ იორკთან“ მატჩში ბოსტონელმა ჯეილენ ბრაუნმა 46 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი შეასრულა. ის მეხუთე კალათბურთელია NBA-ის ისტორიაში, რომელსაც სეზონის გახსნით მატჩში +45 ქულა, +5 მოხსნა და +5 პასი აქვს მოგროვილი. აქამდე მსგავსი შედეგი ჰქონდათ მაიკლ ჯორდანს, კაირი ირვინგს, ენტონი დევისსა და უორლდ ბი ფარის.
- 21 ოქტომბერს გამართული მატჩებიდან საკუთარ გუნდში საუკეთესო ოთხი ევროპელი იყო: ფრანგმა გობერმა „იუტას“ 16 ქულა და 21 მოხსნა შესძინა; სერბმა იოკიჩმა „დენვერს“ – 27 ქულა, 13 მოხსნა; გერმანელმა პოელტლმა „სპურსს“ – 12 ქულა, 13 მოხსნა, 7 პასი; ლიეტუველმა დომანტას საბონისმა „ინდიანას“ 33 ქულა, 15 მოხსნა.
- NBA-ის გახსნითი ტურის ყველზე შედეგიანი „ბოსტონისა“ და „ნიუ იორკის“ შეხვედრა იყო, რომელშიც ორი ოვერტაიმი ვიხილეთ და ჯამში 272 ქულა დაფიქსირდა.
https://youtu.be/ZphHJK0fqQ4
შედეგები
შარლოტი-ინდიანა 123:122
დეტროიტი-ჩიკაგო 88:94
ტორონტო-ვაშინგტონი 83:98
მემფისი-კლივლენდი 132:121
მინესოტა-ჰიუსტონი 124:106
ნიუ რლეანი-ფილადელფია 97:117
სან ანტონიო-ორლანდო 123:97
იუტა-ოკლაჰომა 107:86
ფინიქსი-დენვერი 98:110
პორტლენდი-საკრამენტო 121:124
ნიუ იორკი-ბოსტონი 134:138
The @nyknicks and @celtics 2OT thriller was must-see TV down the stretch 🍿🍿🍿 pic.twitter.com/OyaBuEjxpg
— NBA (@NBA) October 21, 2021