NBA | „ინდიანამ“ „ოკლაჰომასთან“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა - ჩემპიონის ბედი მეშვიდე მატჩში გადაწყდება [ვიდეო] #1TVSPORT
პირველად 2016 წლის შემდეგ – NBA-ს ჩემპიონის ვინაობას მეშვიდე მატჩი გადაწყვეტს. „ინდიანა პეისერსმა“ შინ დამაჯერებელი თამაშით დაამარცხა (108:91) „ოკლაჰომა თანდერსი“ და სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 3:3.
პირველივე ტაიმში გამოიკვეთა ინდიანელთა უპირატესობა პერიმეტრიდან, საბოლოოდ კი მათ 32-დან 15 სამქულიანი ჩააგდეს, რაც გამარჯვების მთავარი ფაქტორი გახდა.
ორმაგი დუბლი მოაგროვა პასკალ სიაკამმა (16 ქულა, 13 მოხსნა); 20 ქულა ჰქონდა ობი ტოპინს, რომელმაც ყველაზე მეტი, 4 სამქულიანი ჩააგდო (7-დან).
მატჩის ბომბარდირი შაი გილჯიუს-ალექსანდერი გახდა – 21 ქულა.
სერიის გადამწყვეტი, მეშვიდე მატჩი 23 ივნისს ოკლაჰომაში თბილისის დროით 4:00 საათზე გაიმართება.