NBA | ჰალიბარტონის კიდევ ერთი გმირობა - „ინდიანა“ ფინალურ სერიაში დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ფინალური სერია ოკლაჰომაში დაიწყო. ადგილობრივმა „თანდერსმა“ „ინდიანა პეისერსს“ უმასპინძლა და ბოლო წამებზე მიღებული ორქულიანით 110:111 დამარცხადა.
ანგარიშზე 110:109 შეტევის უფლება „ინდიანას“ დარჩა, რა თქმა უნდა, ბურთი ჰალიბარტონმა მიიღო და სირენამდე 1 წამით ადრე შორეული ორქულიანით სტუმრებს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ფინალური სერია ოთხ მოგებამდეა, მომდევნო მატჩი ისევ ოკლაჰომაში 9 ივნისს გაიმართება.
რაც შეეხება პირველ შეხვედრას, ბომბარდირი გილჯიუს-ალექსანდერი გახდა, თუმცა მისმა შრომამ საბოლოო შედეგი ვერ მოიტანა. ჰალიბარტონს 14 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა.