NBA | გოგა ბითაძის „ორლანდომ“ „კლივლენდთან“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) პლეი ოფის ეტაპი გრძელდება. საქართველოს ნაკრების წევრის, გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციის პირველი რაუნდის მეოთხე შეხვედრაში „კლივლენდ კავალიერსს“ საკუთარ მოედანზე შეხვდა და 112:89 გაიმარჯვა.
მატჩამდე სერიაში ანგარიში 2:1 იყო „კლივლენდის“ სასარგებლოდ. პირველი ორი მატჩი მათ მოედანზე გაიმართა და მასპინძლებმა დამაჯერებლად მოიგეს, მესამე შეხვედრას კი „ორლანდომ“ უმასპინძლა და თამაშიც მისივე გამარჯვებით დასრულდა.
მეოთხე მატჩში „ორლანდოს“ რიგებში მოედანზე საუკეთესო ფრანც ვაგნერი იყო, გერმანელმა 34 ქულა, 13 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
გოგა ბითაძემ მწვრთნელისგან შეზღუდული დრო, 4 წუთი და 10 წამი მიიღო. ქართველმა კალათბურთელმა მხოლოდ ერთი შედეგიანი გადაცემის შესრულება მოასწრო. ბითაძემ სერიის მესამე მატჩშიც მოედანზე მხოლოდ 5 წუთი გაატარა.
შედეგად, სერიაში ანგარიში 2:2 გახდა და მორიგი შეხვედრა პირველ მაისს „კლივლენდის“ დარბაზში ჩატარდება.