NBA | გოგა ბითაძის „ორლანდომ“ ბერლინში „მემფისი“ დაამარცხა #1TVSPORT
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გადაწყვეტილებით და კალათბურთის მსოფლიოს მასშტაბით პოპულარიზაციის მიზნით, „მემფის გრიზლისი“ და „ორლანდო მეჯიქი“ ბერლინს ეწვივნენ. სწორედ გერმანიაში გამართეს NBA-ს მორიგი მატჩი, რომელიც ორლანდოელებმა 118:111 მოიგეს.
გოგა ბითაძე „მეჯიქის“ შემადგენლობაში სათადარიგო იყო, 12 წუთი ითამაშა, 5 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.
„ორლანდოს“ გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა პაოლო ბანკეროს კარგმა თამაშმა, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო. 21 ქულა ჰქონდა ენტონი ბლექს.
ფლორიდელები მომდევნო შეხვედრას ისევ ბერლინში, ისევ „მემფისის“ წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი 18 იანვარს ჩატარდება.