NBA | გოგა ბითაძის „ორლანდო“ „გოლდენ სტეიტთან“ დამარცხდა #1TVSPORT
NBA | გოგა ბითაძის „ორლანდო“ „გოლდენ სტეიტთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დასავლურ ტურნეს განაგრძობს გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“. ფლორიდელებმა ამჯერად „გოლდენ სტეიტთან“ სტუმრად ითამაშეს და 97:120 დამარცხდნენ.

26 ქულით მატჩის ბომბარდირი სტეფ კარი გახდა, „ორლანდოში“ კი 21 ქულით პაოლო ბანკერო გამოირჩა. გოგა ბითაძემ 14 წუთი ითამაშა, 2 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

„მეჯიქი“ მომდევნო მატჩს 24 დეკემბერს პორტლენდში გამართავს.