NBA | გოგა ბითაძის „ორლადო“ „გოლდენ სტეიტთან“ ოვერტაიმში დამარცხდა #1TVSPORT

09:36, 08.11.2026

საქართველოს ნაკრების ცენტრის, გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ დასავლურ ტურნეში პირველი მატჩი სტუმრად „გოლდენ სტეიტთან“ გამართა. შეხვედრა მეტად საინტერესო გამოვიდა და ოვერტაიმში გადავიდა, სადაც 126:119 მასპინძლებმა მოიგეს.

გამარჯვება უმთავრესად სტეფ კარის დამსახურებაა, რომელმაც 41 ქულა ჩააგდო.

ორლანდოელთა შემადგენლობაში 30 ქულა ჰქონდა ფრანც ვაგნერს.

გოგა ბითაძის სტატისტიკა: 7 წუთი, 4 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი.

„მეჯიქი“ მომდევნო მატჩს 11 ნოემბერს საკრამენტოში „კინგსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი