NBA | გოგა ბითაძემ ყოფილ კლუბ „ინდიანასთან“ ორმაგი დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი გამართა გოგა ბითაძემ. მისი „ორლანდო“ გოგას ყოფილ კლუბ „ინდიანას“ ესტუმრა და 111:118 დამარცხდა.

ბითაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 30 წუთი ითამაშა. იგი ქულებსა და მოხსნებში ერთნიშნა ზღვარს ასცდა, რაც საკალათბურთო ენაზე ორმაგ დუბლს ნიშნავს: 10 ქულა, 12 მოხსნა, 2 პასი, 3 დაფარება. გოგამ 10-დან 5 ორქულიანი ჩააგდო.

„ორლანდოში“ 28 ქულით ფრანც ვაგნერი გამოირჩა, „ინდიანაში“ – 20 ქულით ბენედიქტ მათურინი.

„ჰიუსტონ როკეტსთან“ სტუმრად დამარცხდა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ 100:127.

სანდროს ორმაგ დუბლამდე სამი მოხსნა დააკლდა: 15 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა, 2 დაფარება, 1 პასი. მამუმ 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 ორიანი ჩააგდო.

„როკეტსის“ გამარჯვებაში 21-21 ქულიანი წვლილი შეიტანეს ვან ვლეეტმა და გრინმა. „სპურსში“ კი ყველაზე მეტი, 15 ქულა ვემბანიამას ჰქონდა.