NBA | გოგა ბითაძემ „ნიუ ორლეანსთან“ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა - 14 ქულა, 13 მოხსნა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ცენტრმა, გოგა ბითაძემ მიმდინარე სეზონში პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა. მისი კარგი თამაშის წყალობით „ორლანდო მეჯიქმა“ „ნიუ ორლეანს პელიკანსი“ 128:118 დაამარცხა.

გოგა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 32 წუთი ითამაშა: 14 ქულა (10/7 ორქულიანი), 13 მოხსნა, 1 პასი, 3 ჩაჭრა, 2 დაფარება.

„ორლანდოს“ დაუბრუნდა გერმანელი მორიც ვაგნერი, რომელმაც მუხლის ტრავმის გამო რამდენიმე თვე გამოტოვა და „პელიკანსთან“ 10 წუთში 8 ქულა ჩაგდო. „მეჯიქის“ ბომბარდირი კი 27 ქულით დესმონდ ბეინი გახდა.

მომდევნო შეხვედრას „ორლანდო“ 15 იანვარს „მემფისთან“ გამართავს. მატჩი ბერლინში ჩატარდება.