ევროპული კალათბურთი გლობალური ცვლილებების პირას იმყოფება. როგორც სერბი ჟურნალისტი ჯორჯე მატიჩი იტყობინება, ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) შეიმუშავა გეგმა ევროპაში საკუთარი ლიგის შექმნაზე. ამასთან, ის არანაირად არ იქნება დამოკიდებული კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციაზე (FIBA) ან ევროლიგაზე.
ინსაიდერის ინფორმაციით, NBA-ს უკვე გააჩნია ევროპის რამდენიმე ტოპკლუბის მხარდაჭერა, რომლებსაც მოსწონთ ეს იდეა.
თავის სასარგებლოდ მთავარ არგუმენტად NBA მიიჩნევს შესაძლებლობას, განავითაროს კალათბურთელები საკუთარი ლიგისთვის, რომლებიც შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან სოლიდურ თანხად და არა ისე, როგორც დღეს ხდება.
აღნიშნავენ, რომ ლაპარაკია მილიონობით დოლარზე, როგორც ეს ფეხბურთშია მიღებული.
თუმცა ეს ჯერჯერობით მხოლოდ გრძელვადიანი გეგმებია. საბოლოო პროექტი შემუშავების პროცესშია.