NBA | „ბოსტონმა“ „დალასი“ სუპერფინალური სერიის მესამე მატჩშიც დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) სუპერფინალური სერია „ბოსტონ სელტიქსსა“ და „დალას მავერიქსს“ შორის გრძელდება.
სერიის მესამე მატჩს „დალასის“ საშინაო არენამ უმასპინძლა და ბოსტონელთა გამარჯვებით 106:99 დასრულდა.
შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით დაიწყო, თუმცა „ბოსტონმა“ მეორე და მესამე მეოთხედში საკუთარი თამაში იპოვა და უკანასკნელი მეოთხედის წინ 15-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.
მეოთხე მეოთხედში „დალასმა“ სერიოზული ჩამორჩენა აღმოფხვრა და შეხვედრის მოგებაც შეეძლო, მაგრამ ამ დროს „ბოსტონის“ ლიდერმა, ჯეილენ ბრაუნმა შესანიშნავად ითამაშა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.
„მავერიქსის“ რიგებში 35 ქულით საუკეთესო კაირი ირვინგი იყო, 27 ქულა ჰქონდა ლუკა დონჩიჩს. რაც შეეხება „ბოსტონს“, აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონის რიგებში ყველაზე მეტი, 31 ქულა ჯეისონ ტეიტუმმა დააგროვა, ხოლო 30 – ჯეილენ ბრაუნმა.
შედეგად, „ბოსტონ სელტიქსი“ სერიაში 3:0 დაწინაურდა და ისტორიაში მე-18 ტიტულის მოსაპოვებლად ერთი გამარჯვება სჭირდება. სუპერფინალის მეოთხე მატჩიც დალასში 15 ივნისს ჩატარდება.