NBA | „ბოსტონ სელტიქსმა“ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის საგზური მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) პლეი ოფის ეტაპი გრძელდება. აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში „ბოსტონ სელტიქსმა“ „კლივლენდ კავალიერსს“ მეოთხე თამაშიც მოუგო და მომდევნო რაუნდში, კონფერენციის ფინალში გავიდა.

სერიის მეხუთე მატჩი ბოსტონში გაიმართა და მასპინძელთა გუნდის გამარჯვებით 113:98 დასრულდა. 25 ქულით „სელტიქსის“ რიგებში საუკეთესო ჯეისონ ტეიტუმი იყო, 22 ქულა და 15 მოხსნა ჰქონდა ალ ჰორფორდს. საბოლოოდ, „ბოსტონსა“ და „კლივლენდს“ შორის სერია 4:1 დასრულდა.

დასავლეთ კონფერენციაში „დალას მავერიქსმა“ „ოკლაჰომა სიტი სანდერი“ 104:92 დაამარცხა და სერიაში 3:2 დაწინაურდა. „დალასის“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 31 ქულა ლუკა დონჩიჩმა ჩააგდო. მეექვსე მატჩს „ოკლაჰომა“ უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ დასავლეთ კონფრენციის მეორე ნახევარფინალში „დენვერი“ „მინესოტას“ ასევე ამარცხებს – 3:2. ასეთივე ანგარიშით უგებს აღმოსავლეთში „ნიუ იორკ ნიქსი“ „ინდიანა პეისერსს“.