ნაზი ჯანეზაშვილი - გიორგი მიქაუტაძე არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთადერთი წევრი, რომელიც გამარჯობას მეუბნება
ნაზი ჯანეზაშვილი - გიორგი მიქაუტაძე არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთადერთი წევრი, რომელიც გამარჯობას მეუბნება

გიორგი მიქაუტაძე არის ერთადერთი წევრი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელიც გამარჯობას მეუბნება, – ასე დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრების დროს კითხვების დასმა საბჭოს არამოსმაართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა.

ჯანეზაშვილის პოზიციას დაეთანხმა საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე და დაადასტურა, რომ საბჭოს სხვა წევრებს მასთანაც ანალოგიური დამოკიდებულება აქვთ.

„დასაწყისისთვის უნდა აღვნიშნო, რომ ბატონი გიორგი არის ერთადერთი წევრი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელიც გამარჯობას მეუბნება“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ჯანეზაშვილის რეპლიკას გამოეხმაურა კანდიდატი და აღნიშნა, რომ ის ვისაც იცნობს ყველას ესალმება .

„ყოველთვის ქალბატონო ნაზი, მე ვერ გამახსენებთ ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც უპატივცემულობა გამოვიჩინე თქვენს მიმართ და პრეტენზია მაქვს, რომ კარგად გაზრდილი ადამიანი ვარ და გამარჯობას ყველას ვეუბნები ვისაც ვიცნობ. თუმცა, არც ის მგონია, რომელიმე წევრი უარს გეუბნებოდეთ გამარჯობის თქმაზე ქალბატონი ნაზი“, – აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ.

დატოვე კომენტარი