ნავთობისა და გაზის სააგენტო ყაზახური კომპანია „აქსაი ბი-ემ-სი“-სგან მილიონ დოლარს ითხოვს

16:54, 23.09.2019

ყაზახურ კომპანია „აქსაი ბი-ემ-სი“-სთან სახელმწიფო დავას უზენაეს სასამართლოში აგრძელებს.

როგორც აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო კომპანიისგან ბიუჯეტის სასარგებლოდ 1 მილიონი აშშ დოლარის პირგასამტეხლოს გადახდას ითხოვს.

„აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებულია საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ ნაწილობრივ, 500 ათასი აშშ დოლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ანგარიშში.

„აქსაი ბი ემ სი“-მ დასავლეთ საქართველოში, მეხუთე სალიცენზიო ბლოკზე ნავთობის ძებნა-ძიებისა და მოპოვების ლიცენზია 2006 წელს, 25 წლის ვადით მოიპოვა. სახელმწიფო კომპანიას სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობას ედავება.

მსგავსი