ნავსი „თელავმა“ გატეხა - „გაგრა“ კონკურენტთან დამარცხდა #1TVSPORT
ნავსი „თელავმა“ გატეხა - „გაგრა“ კონკურენტთან დამარცხდა #1TVSPORT

„თელავი“ ერთადერთი გუნდია, რომელმაც მე-13 ტურის შეხვედრების მასპინძლებიდან გოლი გაიტანა და გაიმარჯვა – გიორგი ჭელიძის გუნდმა „გაგრას“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

„კავკასიონი არენაზე“ გამართული შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. გადამწყვეტი გოლი 49-ე წუთზე გავიდა. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დებიუტშივე, გურამ გოშთელიანმა გაიტანა – შეცვლაზე შესულმა „თელავის“ თავდამსხმელმა ფირუზ მარაქველიძის ფლანგური გადაცემა ზუსტი თავური დარტყმით დააგვირგვინა.

მატჩის ბოლო წამებზე „გაგრას“ მცველს, ზურაბ სეხნიაშვილს ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი მიეცა, მაგრამ მასპინძელთა მცველმა ზურაბ თევზაძემ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა და „თელავმა“ გამარჯვების შენარჩუნება მოახერხა 1:0.

ტური 13

დილა – დინამო თბ 0:1

საბურთალო – დინამო ბთ 0:0

სიონი – სამგურალი 0:2

ლოკომოტივი – ტორპედო 0:3

თელავი – გაგრა 1:0

13 ტურის შემდეგ „თელავის“ აქტივში 19 ქულაა, გათამაშების ცხრილში მე-6 ადგილზე დაწინაურდა და დღევანდელ მეტოქეს, „გაგრას“ (17 ქულა) გადაასწრო. მე-14 ტურის მატჩები 16-17 მაისს გაიმართება. ტურის მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართება – „დინამო თბილისი“ 19:00 საათზე „საბურთალოს“ უმასპინძლებს.