ნატო-ში პოლონეთის წარმომადგენლობა – პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებს, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას

14:55, 23.01.2021

პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებს, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ ნატო-ში პოლონეთის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებს, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. როგორც ნატო-ს საკონტაქტო საელჩო საქართველოში, პოლონეთის დიპლომატიური მისია, მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორებთან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ჩარჩოში, რათა საქართველო დაუახლოვდეს ნატო-ში გაწევრიანებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი