ნატო-ში ბელგიის მუდმივი წარმომადგენელი პასკალ ჰეიმანი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
ნატო-ში ბელგიის მუდმივი წარმომადგენელი პასკალ ჰეიმანი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ამის შესახებ პასკალ ჰეიმანი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ წერს.
„მსჯელობა შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოებას და რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის ზრდას, საქართველოს რეფორმებს, მის პოლიტიკურ პარტნიორობას ნატოს-თან, ისევე როგორც ძლიერ პრაქტიკულ თანამშრომლობას“, – წერს პასკალ ჰეიმანი.
#NATO Amb met with 🇬🇪 Pres @Zourabichvili_S . The exchange included security in the Black Sea region and Russia’s continued military build-up, #Georgia’s extensive reforms, its political partnership with NATO, as well as its strong practical cooperation: https://t.co/1glwhpQJ4q
— Pascal Heyman (@PascalHeyman) January 22, 2021