ნატო-ში ამერიკის ელჩი - მთიანი ყარაბაღის კონფქლიტი სამხედრო გზით ვერ გადაიჭრება
ნატო-ში აშშ-ის ელჩი აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს, მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ და კონფლიქტის გადაჭრას ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ფარგლებში შეეცადონ. ამის შესახებ კეი ბეილი ჰათჩინსონმა დღეს ონლაინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
მისი განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაიჭრება.
„ნატო ცდილობს იმის გაკეთებას, რასაც აშშ და რუსეთი – ეს არის მთიან ყარაბაღში კონფლიქტის შეწყვეტა. ეს არის საკითხი, რომელიც 30 წელია დგას. არსებობს მინსკის ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეები არიან აშშ, რუსეთი და საფრანგეთი. ეს ჯგუფი მოწადინებულია იმსჯელოს კონფლიქტის არსზე – ანუ სად არის აზერბაიჯანის სუვერენული საზღვრები და რა არის მისაღები ამ საზღვრებში სომეხი მოსახლობისთვის. თუ ეს მოგვარდება, მაშინ კონფლიქტი დასრულდება. მე ვიცი, რომ ამ კვირაში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში გამართავს მოლაპარაკებას და მოვუწოდებთ მათ, განიხილონ გზები, რომ ძალადობა შეწყდეს, მკვლელობები შეწყდეს. ეს კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაიჭრება. ეს კონფლიქტი უნდა გადაიჭრას საზღვრებისა და სუვერენიტეტის საკითხების მოგვარების გზი“, – განაცხადა ჰათჩინოსნმა.
შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ორჯერ გაფორმების მიუხედავდ, მხარეები სარაკეტო თავდასხმებში ერთმანეთს ადანაშაულებენ.