ნატო-ში აცხადებენ, რომ ალიანსი დაიცავს ყველა მოკავშირეს და მზადაა, გაუმკლავდეს ნებისმიერ საფრთხეს
ნატო-ში აცხადებენ, რომ ალიანსი დაიცავს ყველა მოკავშირეს და მზად არის, გაუმკლავდეს ნებისმიერ საფრთხეს.
ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც „ფაინენშალ თაიმსმა“ დაწერა, რომ ირანი განიხილავს ევროპაში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმას, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომს გაამწვავებს.
„როგორც წელს ვაჩენეთ, როცა ნატო-ს საჰაერო თავდაცვამ ოთხჯერ წარმატებით ჩაჭრა ირანიდან თურქეთისკენ მიმავალი ბალისტიკური რაკეტები, ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის პოზიცია ძლიერი და ეფექტურია“, – განუცხადა „სიენენს“ ნატო-ს წარმომადგენელმა.