ნატო-საქართველოს საბჭოს ფარგლებში, 27 მარტს ბრიუსელში შეხვედრა გაიმართება
ნატო-საქართველოს საბჭოს ფარგლებში, 27 მარტს ბრიუსელში შეხვედრა გაიმართება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ნატო-საქართველოს საბჭოზე შავი ზღვის უსაფრთოხების საკითხს განიხილავენ.
„შავი ზღვა თანდათანობით ხვდება ნატო-ს ყურადღების ცენტრში. ჩვენ გვაქვს უკვე ნატო-სთან შეთანხმება, რომ აგამოკვეთილია რამდენიმე ძირითადი მიმართულება, რომელიც იძლევა საშუალებას, პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით გადავდგათ ნაბიჯები. შეხვედრა, რომელიც ნატო-საქართველოს საბჭოს ფარგლებში გაიმართება 27 მარტს ბრიუსელში და ცალკე საქართველოს მიეძღვნება, სწორედ ამ კუთხით იქნება გამოყენებული, რათა გავაფართოოთ შავ ზღვაზე ნატო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.