ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება 
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება 

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარე წლის ოქტომბერში, თავდაცვის მინისტრების დონეზე გაიმართება, –  ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემოლერმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადა.

როუზ გოტემოლერი აცხადებს, რომ საქართველოსა და ნატო-ს შორის ურთიერთობა ასეთი მჭიდრო არასდროს ყოფილა და ალიანსი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული რჩება, რომლის თანახმადაც საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი.

ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში 3-4 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, როუზ გოტემოლერი  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუას შეხვდა, რის შემდეგად ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.

მოგვიანებით, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანთან ერთად, თავდაცვის აღმშენებლობის ინსტიტუტს ეწვევა. დაგეგმილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში როუზ გოტემოლერის საჯარო ლექცია.

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე თბილისში ბაქოდან ჩამოვიდა, სადაც აზერბაიჯანის ხელისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდა.

დატოვე კომენტარი