ნატო-საქართველო-უკრაინის ფორმატით ნატო-ს სამიტზე შეხვედრა 12 ივლისს შედგება
ნატო-საქართველო-უკრაინის ფორმატით ნატო-ს სამიტზე შეხვედრა 12 ივლისს შედგება

ბრიუსელის სამიტის დასკვნით დღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭო სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების დონეზე საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შეხვდება.

სამმხრივ შეხვედრაზე პირველი მისასალმებელი სიტყვით ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოვა. გენერალური მდივნის შემდეგ, მედიისთვის შეხვედრა დაიხურება. შეხვედრაზე განხილულ თემებსა და შედეგებზე ინფორმაციას ნატო-ს გენერალური მდივანი ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე მიაწვდის.

12 ივლისს ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან შეხვედრამდე, გაიმართება საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან. დაგეგმილია იენს სტოლტენბერგისა და გიორგი მარგველაშვილის ერთობლივი განცხადებები.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ნატო-ს გენერალური მდივანი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს მიიღებს. ნატო-ს სამიტი ბრიუსელში 11-12 ივლისს გაიმართება.