ნატო-ს უმაღლესი მთავარსარდალი ალექსუს გრინკევიჩი - ოპერაცია „აღმოსავლეთის მცველი“ კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს პოზიციას ალიანსის დასაცავად
ნატო-ს უმაღლესი მთავარსარდალი ალექსუს გრინკევიჩი - ოპერაცია „აღმოსავლეთის მცველი“ კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს პოზიციას ალიანსის დასაცავად

ოპერაცია „აღმოსავლეთის მცველი“, უპირველეს ყოვლისა, კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს პოზიციას ალიანსის დასაცავად, – ამის შესახებ ნატო-ს უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსუს გრინკევიჩმა განაცხადა.

ნატო-ს სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ალიანსი თავისი ტერიტორიის ყველა სანტიმეტრს დაიცავს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ყურადღება პოლონეთზეა გადატანილი, ეს სიტუაცია ერთი ერის საზღვრებს სცილდება. ერთ ქვეყანაზე რაც ახდენს გავლენას, ყველას გვეხება. ეს არის საკითხი, რომელიც მთელ ალიანსზე ახდენს გავლენას და ჩვენ შესაბამისად მოვიქცევით. „აღმოსავლეთის მცველი“ მოქნილი და სწრაფი იქნება, რაც კიდევ უფრო მიზანმიმართულ შეკავებასა და თავდაცვას უზრუნველყოფს ზუსტად მაშინ, როდესაც და სადაც საჭირო იქნება. ის მოიცავს დამატებით გაძლიერებულ შესაძლებლობებს, გააერთიანებს საჰაერო და სახმელეთო თავდაცვას, გაზრდის ინფორმაციის გაზიარებას ერებს შორის. „აღმოსავლეთის მცველი“, როგორც მე წარმომიდგენია, დაფარავს ალიანსის მთელ აღმოსავლეთ ფლანგს, ჩრდილოეთიდან შავ ზღვამდე და ხმელთაშუა ზღვამდე. ყველგან, სადაც შეიძლება რუსების მხრიდან საფრთხე დავინახოთ“, – განაცხადა ალექსუს გრინკევიჩმა.