ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი – ისრაელს საერთაშორისო კანონმდებლობით აქვს თავდაცვის სრული უფლება და ამასთან დაკავშირებით კითხვები არ ისმის

14:24, 09.10.2023

ისრაელს საერთაშორისო კანონმდებლობით აქვს თავდაცვის სრული უფლება და ამასთან დაკავშირებით კითხვები არ ისმის, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მიხალ შჩერბამ კოპენჰაგენში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ისრაელზე თავდასხმა არის მასობრივი ტერორიზმის ახალი დონე.

„სულ რაღაც ორი დღის წინ ჩვენი პარტნიორი ისრაელი საშინელი თავდასხმის ობიექტი გახდა „ჰამასის“ და მასთან აფილირებული ტერორისტების მხრიდან. ჩვენ მკაცრად დავგმეთ ეს თავდასხმები და წარმოუდგენელი საშინელებები, რომლებიც ისრაელელი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინეს. ეს არის მასობრივი ტერორიზმის ახალი დონე და წარმოადგენს განურჩეველ ძალადობას ისრაელის წინააღმდეგ. ჩვენი ფიქრებით ახლა უდანაშაულო მსხვერპლთან ვართ. ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით, რომელსაც აქვს ჩვენი სრული სოლიდარობა. ისრაელს საერთაშორისო კანონმდებლობით აქვს თავდაცვის სრული უფლება და ამასთან დაკავშირებით კითხვები არ ისმის“, – განაცხადა მიხალ შჩერბამ.

მსგავსი