ნატო-ს საიუბილეო სამიტი 3-4 დეკემბერს ლონდონში გაიმართება
ნატო-ს საიუბილეო სამიტი 3-4 დეკემბერს ლონდონში გაიმართება

ნატო-ს საიუბილეო სამიტი 3-4 დეკემბერს ლონდონში გაიმართება. ამის შესახებ განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ნატო-ს ლიდერების სამიტი, რომელიც ალიანსის 70-ე იუბილეს მიეძღვნება, 3-4 დეკემბერს ლონდონში გაიმართება. სამიტისთვის მზადების საკითხები გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან განვიხილე და მადლობა გადავუხადე გაერთიანებული სამეფოს, რომ ისინი დათანხმდნენ ღონისძიების მასპინძლობას“, – ნათქვამია სტოლტენბერგის განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფო ნატო-ს 12 პირველი წევრი სახელმწიფოებიდან ერთ-ერთია და სწორედ ლონდონში მდებარეობდა ალიანსის პირველი შტაბბინა.