ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ბენილუქსის ქვეყნის მინისტრებმა საქართველოსა და უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება გააკეთეს
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ბენილუქსის ქვეყნის მინისტრებმა საქართველოსა და უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება გააკეთეს

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ბენილუქსის ქვეყნის მინისტრებმა საქართველოსა და უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ამის შესახებ ნათქვამია ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კომუნიკეში.

ნატო-ს მინისტერიალში ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ასელბორნი მონაწილეობდა.

„შეხვედრაზე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს მიეცათ შესაძლებლობა, ქართველი და უკრაინელ კოლეგებთან განეხილათ ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინისადმი. დისკუსიის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სიტუაციას. ბენილუქსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომელშიც საქართველოს და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს და მხარი დაუჭირეს ორი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი 1-2 დეკემბერს გაიმართა.