ნატო-ს პრესსპიკერი - მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და პატივი სცეს მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებებს
მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და პატივი სცეს მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნატო-ს პრესსპიკერი ფარაჰ დახლალაჰი წერს.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, დაამტკიცოს კანონი ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ, არის არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი.
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, დაამტკიცოს კანონი ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ არის არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რომელიც საქართველოს აშორებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და პატივი სცეს მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებებს“, – დაწერა ფარაჰ დახლალაჰმა.