ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე მომდევნო კვირაში საქართველოს ეწვევა
პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე და ამავდროულად კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა მომდევნო კვირაში საქართველოს ეწვევა.
„მოუთმენლად ველოდები ჩემს პირველ მოგზაურობას კავკასიაში მომდევნო კვირაში. ვეწვევი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ჩემი ახალი შესაძლებლობით, როგორც ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რათა გამოვნახო გზები კავკასიაში ნატო-ს ჩართულობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად“, – წერს ხავიერ კოლომინა „ტვიტერზე“.
Looking forward to my first trip to the #Caucasus next week. I will be visiting #Azerbaijan 🇦🇿, #Georgia 🇬🇪, and #Armenia 🇦🇲 in my new capacity as #NATO Special Rep for the Caucasus and Central Asia in order to identify ways to further enhance NATO’s engagement in the Caucasus.
— Javier Colomina (@JavierColominaP) October 16, 2021