ნატო-ს გენერალური მდივნის პირველი ფოტოსესია ორგანიზაციის ახალ შტაბ-ბინაში
ნატო-ს გენერალური მდივნის პირველი ფოტოსესია ორგანიზაციის ახალ შტაბ-ბინაში

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პირველი ფოტოსესია გამართა ორგანიზაციის ახალ შტაბ-ბინაში. იენს სტოლტენბერგი დაინტერესებულ პირებს ალიანსის ახალი შენობის დათვალიერების შესაძლებლობას აძლევს.

ფოტოსესიაში მოხვდა ნატო-ს 29 წევრი ქვეყნის ეროვნული დროშა, ორგანიზაციის შესასვლელი, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოთხქიმიანი ვარსკვლავი, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრების ოთახი, დარბაზი, სადაც ივლისში სამიტზე ჩასული ალიანსის წევრი ქვეყნების მთავრობის მეთაურები და პრეზიდენტები შეიკრიბებიან.

ძველ შენობაში 27 აპრილს ნატო-ს ბოლო მინისტერიალი ჩატარდა და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ორგანიზაციამ მისამართი შეიცვალა. ნატო-ს ახალი შტაბ-ბინა ძველი შენობის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. მისი არქიტექტორია ჯო პალმა.

ნატო-ს შტაბ-ბინა შვიდსართულიანია და მისი სიმაღლე 33.50 მეტრს შეადგენს. შუშისა და მეტალის კონსტრუქცია გადაჯაჭვულ თითებს განასახიერებს, რაც ერთიანობის, სიძლიერის, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის მჭიდრო კავშირის სიმბოლოს წარმოადგენს. პროექტის ღირებულება 1 .3 მილიონი აშშ დოლარია და გათვლილია 3850 ადამიანზე.