ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე 22 იანვარს თურქეთში ჩავა
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე 22 იანვარს თურქეთში ჩავა

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმელერი 22-23 იანვარს ვიზიტით თურქეთში ჩავა. ინფორმაციას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს.

22 იანვარს გოტმელერი ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესა და რამდენიმე ოფიციალურ პირს შეხვდება.

გენერალური მდივნის მოადგილე ანტიტერორისტულ ცენტრსაც მოინახულებს. 23 იანვარს კი სამხედრო უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა.