ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე 22 სექტემბერს აშშ-ს ეწვევა

18:25, 19.09.2026

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე 22 სექტემბერს აშშ-ს ეწვევა. მარკ რუტე შეხვდება აიოვის შტატის გუბერნატორს და მონაწილეობას მიიღებს ჩიკაგოს გლობალურ საკითხთა საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, სადაც სიტყვით გამოვა.

ნატო-ს გენერალური მდივანი ასევე ეწვევა აიოვის შტატის ეროვნული გვარდიის გაერთიანებული ძალების შტაბს.

ამასთან, 23 სექტემბერს მარკ რუტე გაემგზავრება ნიუ იორკში, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

24 სექტემბერს კიმ რუტე სიტყვით გამოვა 11 სექტემბრის მემორიალისა და მუზეუმის მიერ ორგანიზებულ სამახსოვრო ღონისძიებაზე.

მსგავსი