ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ალიანსი ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში ერაყში მისიას გააფართოებს
ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ალიანსი ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში ერაყში მისიას გააფართოებს. ამის შესახებ განცხადებას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი „ტვიტერის“ გვერდზე აქვეყნებს.
სტოლტენბერგი რომში იმყოფება სადაც ე.წ.ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ანტიტერორისტული გლობალური კოალიციის მინისტრების სხდომას ესწრება.
„მოხარული ვარ დღევანდელ შეხვედრაში, რომ ვმონაწილეობ. ნატო-ს მტკიცე ვალდებულებაა საბოლოოდ გაანადგუროს ე.წ. ისლამური სახელმწიფო. ეს მოიცავს ჩვენ გეგმას გავააქტიუროთ წვრთნისა და შესაძლებლობების გაძლიერების ძალისხმევა ნატო-ს მისიის ფარგლებში ერაყში, რაც ერაყის მთავრობის თხოვნის ხდება“, – წერს იენს სტოლტენბერგი.
Great to participate in today’s meeting of the Global @Coalition in Rome. #NATO is strongly committed to the enduring defeat of Daesh. This includes plans to step up our training and capacity-building efforts through NATO Mission #Iraq, at the Iraqi government’s request. pic.twitter.com/pI4XGHAs7g
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) June 28, 2021