ნატო-ს გენერალური მდივანი 17 მაისს აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდება
ნატო-ს გენერალური მდივანი 17 მაისს აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდება

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 17 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.

დონალდ ტრამპი, იენს სტოლტენბერგს თეთრ სახლში უმასპინძლებს. თეთრი სახლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერები ივლისში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე იმსჯელებენ, ასევე ალიანსის და ამერიკის პრიორიტეტებზე და ურთიერთობებში მიღწეულ პროგრესზე.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ალიანსის მისამართით რამდენიმე მწვავე განცხადება გააკეთა.

დონალდ ტრამპი ითხოვს, რომ ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა სამხედრო ხარჯი მთლიანი შიდა პროდუქტის 2 % ამდე გაზარდონ.