თურქეთის მოთხოვნით, ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭო საგანგებო კონსულტაციებს გამართავს
თურქეთის მოთხოვნით, ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭო საგანგებო კონსულტაციებს გამართავს

თურქეთის მოთხოვნით, ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭო დღეს საგანგებო კონსულტაციებს გამართავს. კონსულტაციებში ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩები მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, კონსულტაციების გამართვას ნატო-ს წესდების მეოთხე მუხლი ითვალისწინებს.

ნატო-ს მეოთხე წესდების მიხედვით, თუ ალიანსის წევრი რომელიმე ქვეყანა ჩათვლის, რომ მას საფრთხე ემუქრება, უფლება აქვს, ნატო-ს პარტნიორებთან კონსულტაციების გამართვა მოითხოვოს.

სირიის საჰაერო ძალებმა, რუსეთის ავიაციასთან ერთად, იდლიბის პროვინციაში თურქეთის სამხედრო კოლონაზე იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 33, ხოლო დაშავდა 35-ზე მეტი სამხედრო. მომხდარის საპასუხოდ, თურქეთმა სირიის სამთავრობო პოზიციებზე იერიშის მიტანა დაიწყო.