ნატო - რუსეთი განაგრძობს უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, მრავალი საერთაშორისო ვალდებულების შეუსრულებლობას
ნატო - რუსეთი განაგრძობს უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, მრავალი საერთაშორისო ვალდებულების შეუსრულებლობას

„რუსეთი განაგრძობს დეტსაბილიზაციური ქცევის მდგარდი მოდელის დემონსტრირებას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, მრავალი საერთაშორისო ვალდებულების, მათ შორის ბუდაპეშტის მემორანდუმის, დარღვევას, შეუსრულებლობას და გვერდის ავლას, – ამის შესახებ ნათქვამია ნატო-ს განცხადებაში.

რუსეთის დესტაბილიზაციური ქმედებების მაგალითებად ალიანსი ასევე ასახელებს ნატო-ს წევრი ქვეყნების, მათ შორის აშშ-ის არჩევნებში ჩარევს მცდელობას, დეზინფორმაციულ კამპანიებს და მავნებლურ კიბერსაქმიანობას.

აშშ-ისა და ნატო-ს სხვა წევრების შეფასებით, ამერიკულ კომპანია „სოლარვინდზეკიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

ნატო-ს წევრები გმობენ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენებას.

„ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება ნებისმიერ გარემოებაში არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ეწინააღმდეგება ქიმიური იარაღის კონვენციას. ასევე, შემაშფოთებელია ცნობები, რომ რუსეთი ახალისებდა თავდასხმებს ავღანეთში აშშ-ისა და ნატო-ს ძალების წინააღმდეგ“, – ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.

ნატო-ს განცხადებით, ალიანსი გააგრძელებს თანამშრომლობას რუსეთის ქმედებებზე რეაგირებისთვის.

ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები და დაიცვას თავისი საერთაშორისო ვალდებულებები. ასევე, მოუწოდებს მოსკოვს, შეწყვიტოს პროვოკაციები და დაუყოვნებლივ მოახდინოს დაძაბულობის დეესკალაცია უკრაინის საზღვრებსა და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში.

ალიანსი ასევე აღნიშნავს, რომ ნატო ღია რჩება რუსეთთან დიალოგისა და კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის, როდესაც რუსეთის ქმედებები ამის შესაძლებლობას მისცემს.