ნატო პოლონეთში სამხედრო ტექნიკის საცავს ააშენებს
ნატო პოლონეთში სამხედრო ტექნიკის საცავს ააშენებს

ნატო პოლონეთში სამხედრო ტექნიკის საცავს ააშენებს. ინფორამცია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაადასტურეს.

როგორც ნატო-ს წარმომადგენელზე დაყრდნობით სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება, სამხედრო ტექნიკის საწყობების ასაშენებლად 260 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

ნატო-ს საცავის მოწყობა ქალაქ პოვიზდში მდებარე ავიაბაზაზე იგეგმება, რომელიც ვარშავადან 200 კილომეტრში მდებარეობს. წინსაწარი ცნობით, საწყობში ამერიკულ შეიარაღებას განათავსებენ, მათ შორის ჯავშანტექნიკას, ამინუციას და იარაღს.

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქით, პოლონეთის ტერიტორიაზე საცავის მშენებლობა 2019 წლის ბოლომდე დაიწყება.

„ფრანს პრესი“ წერს, რომ „სამხედრო ტექნიკის ევროპის ცენტრში განთავსება, ნატო-ს კრიზისებზე ოპერატიულად რეაგირების საშუალებას მისცემს. სტოლტენბერგის განცხადებით, ეს ნაბიჯი „განამტკიცებს აშშ-ის სახედრო წარმომადგენლობის გაზრდას პოლონეთში“.

შეგახსენებთ, მანამდე ვარშავა გამოვიდა ინიციატივით, რომ პოლონეთში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროების რიცხვი გაიზარდოს. პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლონეთში მუდმივმოქმედი სამხედრო ბაზის განთავსებას მიზანშეწონილად მიიჩნევს. ვაშინგტონში ეს წინადადება ამ ეტაპზე განხილვის პროცესშია.